logo
ENG



ორბანმა პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა

22 მარ 202400:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/22/bvp643ajm2qq1hf.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ვლადიმირ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა. ის ჯერჯერობით ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელმაც ეს გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ უნგრეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, რაც შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას დღევანდელ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშიც კი“, - ნათქვამია ორბანის წერილში, რომელსაც რუსული სახელმწიფო მედია ციტირებს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. ცესკოს ინფორმაციით, პუტინმა ხმების 87 პროცენტი "მოიპოვა" და თანამდებობას კიდევ 6 წლით დაიკავებს. ამავე დროს, რუსულმა ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატებად არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ დაარეგისტრირა.

დასავლურ ქვეყნებში აცხადებენ, რომ რუსეთი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

2018 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც პუტინმა ევროპელი ლიდერებისგან მილოცვები მიიღო, წლევანდელ არჩევნებმა დასავლელი ლიდერების წერილების გარეშე ჩაიარა. ამავე დროს, მას ულოცავენ ჩინეთის, ბელარუსი, ნიკარაგუისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები.


close დახურვა